Wednesday, August 14, 2013

1.პროექტის სახელწოდება:   რუსთაველის ნაკვალევი ბორჯომის ხეობაში.

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:   მოიძიონ ის მწირი ინფორმაცია,რაც უკავშირდება რუსთაველის სახელსა და ქვაბისხევის ბაზილიკის ფრესკას.

3.პროექტის აქტუალობა:  მეცნიერთა კვალდაკვალ დაასაბუთონ ვერსიები რუსთაველის შესახებ,რომ მას განათლება ჩვენს ხეობაში მიუღია.

4.პროექტის მიზნები:   გააცნონ თავიანთ თანატოლებს ის ერთადერთი ფრესკა,რომელიც საქართველოში მოიძებნება.

5.მონაწილეთა ასაკი:    მეათე კლასი

6.ვადები/ხანგრძლივობა:   ერთი თვე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:   შეიქმნას ვიდეო -ფაილები და სლაიდ-შოუ მათთვის,ვინც დაინტერესდება ამ კვლევებით.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   კონსულტაციებისათვის დახმარების თხოვნა ისტორიკოს ბაკურ გელაშვილთან,ექსკურსია ამ ბაზილიკის სანახავად,თხოვნის წერილით მიმართვა თბილისის სახ.უნივერსიტეტის რუსთველოლოგიის კათედრასთან,კავშირზე გასვლა აკადემიკოს მზექალა შანიძესთან.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):   აქტივობა 1. ვაცნობ რუსთველის მწირ ბიოგრაფიას,იმ ფოტო-სურათებს,რომელიც მოიძებნება,ვაწვდი ინფორმაციას ამ ტაძრისა და ამ ფრესკის შესახებ:
.
      აქტივობა 2.  ვგეგმავთ შეხვედრას ჩვენი რაიონის ისტორიკოსთან ბატონ ბაკურ გელაშვილთან,ვაცნობთ მას ჩვენს სურვილს და ვთხოვთ შეხვედრას.

     აქტივობა 3.  ვგეგმავთ ექსკურსიას ამ ტაძარში
.
     აქტივობა 4.  ინტერნეტით კავშირის დამყარება სახ.უნივერსიტეტის რუსთველოლოგიის კათედრასთან და თხოვნით მიმართვა,გაგვიზიარონ კვლევები რუსთაველის ბიოგრაფიული ცნობებიდან.

    აქტივობა 5.  იგივე თხოვნით მიმართვა აკადემიკოს ქალ.მზექალა შანიძესთან.

10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირის დამყარება ისტორიასთანდა ხელოვნებასთან.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ქართულის პედაგოგი  ეთერ ხუციშვილი

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: eterxucishvili63@gmail.com.

13.პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:eterxucishvili.blogspot.com